მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

„ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები როგორც სპეციალური ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის კუთხით. სვანეთში მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლის ჩასაქრობად დღეს, 7 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის მესამე ვერტმფრენის გამოყენება გახდა საჭირო. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.