მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტალურგების გზავნილი მოქალაქეებს – „ჩვენვმუშაობთშენთვის“ (ვიდეო)

მეტალურგების გზავნილი თანამოქალაქეებს

სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები გავრცელდა, სადაც ქართველი მეტალურგების გზავნილებია ასახული.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ვიდეოინტერვიუებში პანდემიის ფონზე, მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართულ ეკონომიკას დღეს, როგორც არასდროს, მხარდაჭერა სჭირდება, რომ ისინი, მზად არიან, იშრომონ ქვეყნისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის.

ვიდეორგოლებს ფეისბუკში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მეტალურგებისა და სამთოელების მიმართ მადლიერება გამოხატეს.