მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: ჩვენზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მერაბიშვილმა მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა?

მეუფე ტაძრის ეზოში

"ჩვენზე რომ ატყდა ერთი ამბავი ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. მარტო რუსებმა დაწვეს? რუსებზე უარესად მაგათ გაანადგურეს, ეგ ლობირებდა მაგ ამბავს. პროტესტის გრძნობა ჰქონდათ რამე?",- ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში,ეკლესია მზადაა ტყე, რომელიც გადაეცა, უკან დააბრუნოს.

"თუ შეიძლება რომ ვიღაცას უცხოეთიდან ჩამოსულებს, შაჰ-აბასის შვილიშვილებს მიჰყიდო, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყე, მითუმეტეს, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ტყე სახელმწიფოს დავუბრუნოთ",-აღნიშნა მეუფე იაკობმა.