მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: განათლების სისტემა სამარცხვინოა

ბოდბის მიტროპოლიტი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებზე საუბრობს.

მეუფე იაკობი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, საქართველოში არ არსებობს მაღალი განათლების ხარისხი, რომელიც ახალგაზრდებს შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფს.

„მშობლებმა უნდა მოითხოვოთ კარგი განათლება, რადგან ამაში სახელმწიფოს ფულს უხდით. დღეს კი განათლების სისტემა სამარცხვინოა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, უნდა დააყენონ მშობლებმა ის საკითხი, რომ მათი შვილები განათლებას დისტანციურად აღარ იღებდნენ, რადგან შესაძლოა ვირუსი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და სწავლა ასეთ რეჟიმში შეუძლებელია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველ ოქტომბრამდე ქვეყნის რეგიონებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.