მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იოანე: საეკლესიო სამართალი დაადგენს დამნაშავეა თუ არა პეტრე ცაავა

გამრეკელის პასუხი გახარია

"მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო",-ასე პასუხობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე გამრეკელი პეტრე ცაავას შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, არსებობს საეკლესიო სამართალი და თუ მის მიხედვით პეტრე ცაავა დამნაშავეა, დაისჯება. მეუფის განცხადებით, არ იცის სინოდის სხდომა როდის გაიმართება.

"სინოდის სხდომა როდის იქნება არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი, თქვენ ჩემზე მეტი იცით, ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს, რასაც დაადგენს სამართლი იმის მიხედვით მოხდება, თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო, დამშვიდდა თუ არა არ ვიცი",-განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე ასევე გამოეხმაურა მეუფე ანტონის განცხადებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ იცის რა კურსი გვაქვს, თუმცა აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო დატოვა.

"ვინც თქვა იმას კითხეთ, რა კურსი გვაქვს არ ვიცი, ევროპა საქართლოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს, ჩვენ კავკასიური რასა ვართ, ეს იციან საუკუნეების მანძილზე",-აღნიშნა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანე ასევე გამოაეხმაურა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს და აღნიშნა, რომ თუ წესები შეიცვლება შესაძლოა საპატრიარქომ პრეზიდენტს აღნიშნული თხოვნით განმეორებით მიმართოს.