მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: იესო ქრისტე ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა მივიღოთ

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება აღავლინდა.

მეუფე შიომ წმინდა ღვთისმშობლის მადლზე ისაუბრა და მრევლი დალოცა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, კაცობიობას ათასობით წელი დასჭირდა მომზადება იმისთვის, რომ შობილიყო ისეთი ადამიანი როგორიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია.

"ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც, რომ არ ყოფილიყო ისეთი ადამიანი როგორიც იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ათასობით წელი დასჭირდა მომზადება კაცობიობას, რომ შობილიყო ესეთი ადამიანი, ყველაზე აღმატებული თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზეც აღმატებული ყოვლადწმინდა ქალწული ღვითისმშობელი. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რაც წარმოთქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. "აჰა უფალო, ვიყავნ მე სიტყვისაებრ შენის". ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინდა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ რაც მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაშიც ეს წამი, წუთი, ჟამი დგება, როდესაც ჩვენს გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე. უნდა ჩაისახოს, ჩვენს სულში, გულში, ვინაიდან ადამიანი ეს არის ტაძარი ღვთისა, უფალი უნდა აღორძინდეს და გაძლიერდეს", - აღნიშნა მეუფე შიომ.