მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ ქადაგებით მიმართა.

"რაც მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ცხოვრებაში, ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც ეს წამი თუ წუთი დგება, როდესაც ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში, ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღეს დღევანდელი დღე, რომ ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში, ჩვენს სულში, ვინაიდან ადამიანი ეს არის ტაძარი ღვთისა, უფალი უნდა აღორძინდეს და გაძლიერდეს ჩვენს სულში, უნდა შევიმოსოთ ღვთის მადლით. ამაზე გვეუბნება დღეს დღევანდელი დღე.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრება სავსე იყო განსაცდელებით. ჩვენი განსაცდელები არაფერია მის განსაცდელებისა და მწუხარების გარეშე. რატომ ხდება ეს, იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში, ჩვენს გულში. ეს ხდება სულიერი ბრძოლის, დიდი განსაცდელების შედეგად. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა", - აღნიშნა მეუფე შიომ.