მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ლავასოღლის" 4-მა მხარდამჭერმა აქციაზე პირი ამოიკერა

ლავასოღლის მხარდამჭერები

აჭარის პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მინდია გიორგაძის იგივე "ლავასოღლის" 4-მა მხარდამჭერმა პირი ამოიკერა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სარფის საბაჟოს ჩაკეტვას აპირებდნენ, თუმცა წვიმის გამო პროტესტის ეს ფორმა ერთი დღით გადადეს. ისინი ბათუმის ქუჩებშიმსვლელობას მართავენ, ხოლო აქციის 15 მონაწილე შიმშილობას განაგრძობს.

აქტივისტები იუსტიციის მინისტრისგან მოითხოვენ თურქეთის საპატიმროში მყოფი მინდია გიორგაძის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდეს.

მინდია გიორგაძეს ქურდული სამყაროს წევრობაში ედება ბრალი. იგი მეორე წელია თურქეთის საპატიმროში იმყოფება. დაკავებული, ამჟამად პროტესტის ნიშნად შიმშილობს.