მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინისტრი: მოწოდებაში შეიძლება იყოს შეფერხებები, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები

ტრაილერის დაცლა

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სასიცოცხლო პროდუქტების წყვეტა არ იყოს, მთავრობა მარაგს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს.

მისივე განცხადებით, რადგან კონკრეტულ ქვეყნებს პრობლემები აქვთ მოწოდებაში, შეიძლება იყოს შეფერხებები, ამიტომ მთავრობა ალტერნატიული საშუალებების გამონახვაზე მუშაობს.

"რაც შეეხება მარაგებს, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ ხორბალზე და ყველა იმ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის, ზეთი, ბურღულეული პროდუქტი, მშრალი პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ.; ქვეყანაში მარაგები საკმარისია. პროცესი კონტროლდება, რათა ბაზარზე წყვეტა არ იყოს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რთულ ვითარებაში იმყოფება მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მოწოდებაში შეფერხებები შეიძლება იყოს, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ყურადღება; ვმუშაობთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რეგულარულად ვხვდებით და ვმუშაობთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ვახდენთ შიდა რესურსების მობილიზებას. ეს არის პროცესი, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას შეფერხება და არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი ისედაც რთულ ვითარებაში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.