მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმუშევრად დარჩენილები 1200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

ყველა დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სამსახური დაკარგა და აღარ აქვს შემოსავალი, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 1200 ლარის ოდენობი დახმარებას მიიღებს. ანუ ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენისას განაცხადა.

"ყველა დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და კრიზისის დროს, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ დაკარგა სამსახური და ვეღარ იღებს ხელფასს, სახლემწიფოს მხრიდან დახმარებას მიიღებს 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.