მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ გზაში გარდაიცვალა

მონადირე გარდაიცვალა

წალენჯიხაში, დაბა ჯვარის მიმდებარედ მთაში დაჭრილი მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის მაშველებს ტყიდან ჩამოჰყავდათ.

სავარაუდოდ, მას თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. მაშველები და ადგილობრივები მის ჩამოყვანას დილიდან ცდილობდნენ, თუმცა, რთული რელიეფისა და ამინდია გამო შუახნის მამაკაცის ჩამოყვანა მხოლოდ საღამოს მოხერხდა.

ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მისი ექსპერტიზაზე გადასვენება არ სურდათ, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა.