მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და +15 გრადუსამდე დათბება.

ამინდი თბილისში👇

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.