მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი“ - ამინდის პროგნოზი

ნისლიანი ამინდი

„29-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

„აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.