მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსალოდნელია წყალდიდობა, ზვავი და მეწყერი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმიანი ამინდი

29 მარტს, დღის ბოლოდან, 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მეტეოროლოგების ცნობით, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი იქროლებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყერული პროცესების ჩასახვა, - გააქტიურება გამოიწვიოს.