საზოგადოება

ტურიზმის გახსნისთვის სამთავრობო რეგულაციები მზადაა

ტურისტები თბილისში
19:24 28.05
დაკოპირებულია

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ გახდება ცნობილი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.

სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას.

სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები.

აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შსს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ექსპერტიზის შედეგების...
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ...
18:35
სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცეა. პროცესშ...
17:54
„როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი“,- ამის...
17:45
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, ინჟინერ-ტექნოლოგის, მარლენ მჭედლიშვილის განცხადებით, ამონიუმის ნიტრა...
17:37
იუსტიციის მინისტრი 2020 თეა წულუკიანი: სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას
„ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ, რასაც მისი განცხადებები მოწმო...
ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილს საქართველოში...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველ...
ახალციხეში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო
ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზიკილიასთან უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე მტ...
ქუთაისში სპეცოპერაცია ჩატარდა
ქუთაისში კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე სპეციალური დანი...