მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა

გეოლოგიური კვლევები

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

აღნიშნული სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და სხვა) საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს. კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი/კადასტრი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.

კვლევები გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგული სისტემის გაუმჯობესებას და მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას, ისე მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.