მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთა-მთიანეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში 2020

მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონში ნიადაგის დამუშავება და მარცვლეული კულტურების თესვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა პირველადი საგაზაფხულო სამუშაოები ხეხილისა და ვენახის ბაღებში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში ბოსტნეული კულტურების საჩითილე სასათბურე მეურნეობა მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მუხრანში საგაზაფხულო ხვნა-თესვის პროცესსაც გაეცნენ.

სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ადგილზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს რეგიონული სამსახურები ფერმერებთან და მიწათმოქმედებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან და დარგობრივთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამის კონსულტაციებსაც უწევენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.