მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირება იკრძალება

ავტობუსი ქალაქში

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურება.

კონკრეტული, დადგენილი წესების დაცვა აუცილებელია, როგორც მგზავრებისთვის ისე მძოლებისთვის. მგზავრებს ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა ეკრძალებათ, მძღოლებისთვის კი სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა აიკრძალა. ასევე დაუშვებელია ტრანსპორტში გამაგრილებელი სისტემის ჩართვა.

"კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.  ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID-19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. 

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 2 თვით აკრძალული იყო, ხოლო, პირადი ავოტმობილით სარგებლობის უფლება ადამიანებს 10 დღით შეეზღუდათ.