მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულოა

ტრანსპორტის შეწამვლა

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განაცხადებით, ნიღბის ტარების პროცესი თბილისის მერიის მიერ გაკონტროლდება.

მერმა აღნიშნული მიმართულებით კონტროლის მექანიზმის შექმნა ვიცე მერს ირაკლი ხმალაძესა და მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა.

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა დაუშვებელია",- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყენის მთელს ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება დაახ ლოებით 2 თვის განმავლობაში აიკრძალული იყო.

შეზღუდვების მოხსნა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ დაიწყო რაც ქვეყანაში კორორნავირუსის ახალი შემთხვევბის გამოვლინება შემცირდა.