მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნარკოლოგი: ბათუმის საკარანტინო სივრცეში 31 ადამიანი იღებს ნარკოლოგიურ დახმარებას

მეტადონი სპროგრამა და კორონავირუსი

ნარკოლოგმა მაია კონცელიძემ ბათუმის საკარანტინო სივრცეში მყოფი ნარკომომხმარებლების შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში "თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

ნარკოლოგის თქმით, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს შორის რამდენიმე ნარკომომხამრებელიცაა, რომლებსაც დახურულ სივრცეში წამლის მიღების მოთხოვნილებასთან ერთან ნერვული აშლილობაც დაეწყოთ. კონცელიძის თქმით, კარანტინში მყოფი ნარკომომხმარებლები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, თუმცა, მეტადონის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ მათი ქცევა დასტაბილურდა და ისინი ადეკვატურები გახდნენ.

"საკარანტინე სივრცეში მოთავსებული ადამიანების გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა სახის დახმარება დასჭირდა, მათ შორის ნარკოლოგიურიც. ამჟამად აჭარის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებიდან 31 ადამიანი იღებს ნარკოლოგიურ დახმარებას, მეტადონით ჩანაცვლების თერაპიას. პრობლემები გაჩნდა საკარანტინე სივრცეში იმიტომ, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი არ ამხელს, რომ მომხამრებელია და როდესაც შედის დახურულ სივრცეში და ეწყება ნარკოტიკული შიმშილის პერიოდი, ოჯახის ექიმთან და ეპიდემიოლოგთან კომუნიკაციით რაღაც არაადეკვატური პრობლემების შესახებ ჰყვებიან. შემდგომ ექიმი ხვდება, რომ მას აქვს არსებული პრობლემა. ოჯახის ექიმი მიკავშირდება მე, მე ვუკავშირდები სასტუმროს ადმინისტრაციას, ვიღებ მის პერსონალურ მონაცემებს და ამის შემდგომ ვიღებ ტესტს, ვადასტურებ დიაგნოზს და ვსვამთ მას პროგრამაში. პრობლემები არის იმაში, რომ პრობლემურმა პაციენებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, ვის მიმართონ, პერსონალს უთქვამთ, რომ არიან აგრესიულები და იმუქრებიან, მაგრამ როდესაც ნარკომომხმარებელი იღებს სერვისს, უკვე ხდება ადეკვატური", - განაცხადა მაია კონცელიძემ  გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად".