მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ ჩატარდება

მტავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბრიფინგზე

„არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ბუნებრივია, ეს ეხება როგორც ამომრჩევლების, ისე დამკვირვებლების უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების შენელებისთვის აუცილებელია ორი მარტივი წესის დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და დისტანციის შენარჩუნება.

„მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგში დგომისას, გაჩერებებზე“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, ქვეყანაში სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთლებულია 11 370 და გარდაცვლილია 215 ადამიანი.