მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ტურისტების მოსაზიდად საფრანგეთთან ვაპირებთ კომუნიკაციას

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე 2020

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის და ტურიზმის მინისტრებთან აქვთ აქტიური კომუნიკაცია, უსაფრთხო კორიდორების წესების შემუშავების მიზნით.

"კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს შესაბამისი მიღწევები. ჩვენმა ძალისხმევამ შედეგები უკვე გამოიღო, სულ უფრო მეტი ქვეყანა მომავალში დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ.

ისრალი თვლის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ.

ასევე სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ მუშაობას, ეს არის ევროპული ქვეყნები, მათ შორის ისეთი ქვეყნები, საიდანაც ბოლო დროს დიდი ინტერესი იყო ტურისტული თვალსაზრისით - პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ახლა საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მალე ფრენების კონკრეტული თარიღები დასახელდება.

მისი ინფორმაციით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოსთან, დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები.

"ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა, ერთი ეს არის ავიაკომპანიების მზადყოფნა, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, მეორე და მნიშვნელოვანი კომპონენტია, ქვეყნებს შორის შეთანხმება, აქაც აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს უსაფრთხო კორიდორები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.