მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

26-27 სექტემბერს 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის მე-16 და მე-17კილომეტრების მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 26 და 27 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.