მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიგერიაში მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

მეკობრეების გემი, 2020

ნიგერიაში მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 აპრილს ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა.

"გატაცებული 10 მეზღვაურიდან ცხრა საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ ოთხ მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთმფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.

ამ დროისათვის, გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა", - აცხადებენ სააგენტოში.