მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპანტების მიერ გატაცებული 26 წლის ტატო ზარქუა თავისუფალია

ენგურის ხიდი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყედან რამდენიმე დღის წინ გატაცებული 26 წლის ტატო ზარქუა თავისუფალია. ზარქუამ გალის იზოლატორში 4 დღე გაატარა.

ცნობისთვის, ზარქუა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ამ ეტაპისთვის ოჯახის წევრები დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, ცნობილია, რომ ის ინგურის ხიდიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადავიდა. ზარქუას სავარაუდოდ 2 კვირიანის კარანტინის გავლა მოუწევს.

ზარქუას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.