მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-ი ბანკზე თავდამსხმელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „სასაზღვრო დეპარტამენტი“ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას ავრცლებს.

როგორც „სასაზღვრო დეპარტამენტის“ უფროსმა რუსტამ ლაპიტოვმა განაცხადა, მძარცველს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.

თავის მხრივ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ოკუპირებულ რეგიონში გადასვლის შესაძლებლობას არარეალურად მიიჩნევს.

როგორც მან აღნიშნა, თუ მძარცველს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავებენ, ის საქართველოს ხელისუფლებას გადაეცემა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გომელაური თავდამსხმელზე: ოკუპირებულ აფხაზეთში თუ გადავა, კარგი იქნება თუ გადმოგვცემენ

👉 გომელაური: ქობულეთში ჩვეულებრივი ძარცვა მოხდა

👉 ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც არ იცოდა სად უნდა წასულიყო