მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ონლაინგაყიდვებზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა

ონლაინ ვაჭრობა

ონლაინ გაყიდვებზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება გამოსცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დღეიდან შესაძლებელია საკვები პროდუქტის, სურსათის და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. "დელივერი სერვისი").

დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დასაშვები გახდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, თუმცა მხოლოდ დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად).

დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო, კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან - სამსახურიდან, ოფისიდან, თუმცა იქ უნდა იყოს არაუმეტეს 5 ადამიანი.