„დარწმუნებული ვარ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ჩაერთვება ამ სოციალურ კამპანიაში“,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს სახელმწიფომ კორონავირუსის მიმართ მსოფლიოში ყველაზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აჩვენა, რაც შესაბამის ქმედებებშიც ვლინდება. დარწმუნებული ვარ მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება 3 თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასების 1/3-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვას, ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ჩაერთვება ამ სოციალურ კამპანიაში”,- აღნიშნავს ანგურიძე.