მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: წელს გრიპის გამო სიკვდილიანობა ძალიან დაბალია

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, 2019-2020 წლის სეზონზე გრიპის გამო სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 4 შემთხვევაა, წინა სეზონზე კი 42 დაფიქსირდა.

„ფეისბუქ“ ლაივით ჩართვის დროს აქვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა: „ამ შემთხვევაში საუბარია ლაბორატორიულად დადასტურებულზე, კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ უფრო მეტია“.

გრიპის ვირუსზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ვაქცინაზე გაამახვილა ყურადღება.

„ზამთრის სეზონზე ყოველთვის აქვს ადგილი ე.წ. ჭარბსიკვდილობას, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს გრიპის სეზონურ გავრცელებასთან. წელს გრიპის გამო სიკვდილობა ძალიან დაბალი გვქონდა. თუმცა 2018-2019 წლებში გრიპის სეზონზე სერიოზული მატება იყო გრიპით სიკვდილობის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იყო კატასტროფულად მაღალი, რომელიც მოულოდნელი იყო გრიპის სეზონისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკვე გასულ სეზონზე საკაოდ კარგად ჩაიარა ვაქცინაციის კამპანიამ. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ოდენობა იყო მიწოდებული სრულიად უსასყიდლოდ. მოსახლეობის გაცილებით მეტი რაოდენობა მიმართავდა კერძო სექტორს ვაქცინაციისთვის. ალბათ, ამ კულტურის დანერგვასთან და განვითარებასთან ერთად გრიპით ავადობის ტვირთი წლიდან წლამდე უფრო შეღავათიანი იქნება“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.