მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქის ნაცვლად ღვთისმსახურება მისმა მოსაყდრე შიომ აღავლინა

უწმინდესი და უნეტარესი

სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მისმა ტახტის თანამოსაყდრე, მეუფე შიომ აღავლინა.

პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას ინფორმაციით, ილია მეორეს წნევის მცირე ცვალებადობა აღენიშნა.

"წნევის ცვალებადობა ჰქონდა ოდნავ მომატებული. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ვინაიდან წინ დღესასწაულებია უფრო ჯანმრთელად იყოს", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში უწმინდესის ექიმმა.

ცნობისთვის, სამების ტაძარში ასევე წმინდა სინოდის წევრები იმყოფებიან.