მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქმა ბაჩალიაშვილის ოჯახს წესის აგების ნება დართო

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდა პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილს წესს აუგებენ.

როგორც გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ილია მეორემ ოჯახს მიცვალებულისთვის წესის აგების უფლება მისცა.

„თამუნასთვის წესის აგება გვინდოდა, პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და იქვე გადაუხადეს პანაშვიდი“, - დასძინა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრაირქოში პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს შეხვდნენ. 23 წლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი თამარ ბაჩალიაშვილი წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. იგი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და გაუჩინარდა.

მისი ცხედარი თეთრიწყაროს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მწყემსის არასრულწლოვანმა შვილმა ნახა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი.