მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათ

ციხე, პენიტენციური

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700-ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება.

„კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს. 7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს. ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.