მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პეტიცია: საქართველოს მოქალაქეების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

პარტიებმა 3 თვით უარი თქვან საბიუჯეტო თანხებზე და დააფინანსონ ეპიდემიასთან ბრძოლა

ინტერნეტში ახალი პეტიცია გამოჩნდა სახელწოდებით: საქართველოს მოქალაქეების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს. პეტიციის ავტორები პარტიებისგან სამი თვით დაფინანსებაზე უარის თქმას ითხოვენ.

“საქართველოს მოქალაქეების მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს: ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, სამი თვით უარი თქვათ თქვენი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე და თანხა გადარიცხოთ ეპიდემიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები” – აღნიშნულია პეტიციაში.