მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს გამგეობა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N12ა კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია გაყიდული იყო კერძო მესაკუთრეზე. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და სივრცე დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვცდილობთ, რაიონში რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და საპარკე სკამები განთავსდა. აგრეთვე, გაკეთდა საბავშვო მოედანი, სადაც კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდა.

აღნიშნულ მისამართზე სკვერის მოსაწყობად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 228 159 ლარი გამოყო.