მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

მოგზაურთა კლუბმა ჯგუფის ასობით ათასი წევრის სახელით StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000 ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.

„სოციალურ სივრცეში ჯგუფის შექმნის მიზანი ერთმანეთის დახმარება იყო და ახლაც, ამ მძიმე დროსაც, მივყვებით ამ იდეას. ვიაზრებთ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია და ჩვენ, ჯგუფის ადმინისტაციამ, წლების განმავლობაში შეგროვებული თანხა შევავსეთ 20 000 ლარამდე და ჯგუფის ასობით ათასი წევრის სახელით StopCov ფონდში გადავრიცხეთ“,- ნათქვამია ჯგუფის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.  

„სიკეთის კეთებით აუცილებლად გამოიდარებს და სამყარო იმაზე კარგი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენი ჯგუფი კი COVID-19-ის დამარცხებასა და თქვენს მიერ ლამაზად მოთხრობილ სამოგზაურო თავგადასავლებს მოუთმენლად დაელოდება“, - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.