მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოლკლორიშენთვის - ფოლკლორის ცენტრის გამოწვევა

ფოლკლორიშენთვის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო გამოწვევა-ჩელენჯი #ფოლკლორიშენთვის, გამოწვევა გულისხმობს, ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებმა გადაიღონ ვიდეო, უნდა ჩაწერონ ფოლკლორული სიმღერები, და მოუწოდოთ ერთმანეთს ამ გამოწვევაში ჩართულობისაკენ. გამოწვევაში პირველ ეტაპზე საოჯახო ანსამბლები ჩაერთვებიან.

პირველი ვიდეო ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ შვილებთან ერთად ჩაწერა და მან, ანსამბლ "ბასიანის" წევრის ელიზბარ ხაჩიძის ოჯახი გამოიწვია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში აქტიურად ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები გაერთიანდნენ და საზოგადოებას შესთავაზეს ონლაინ სპექტაკლები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვა.