საზოგადოება

პირადობის მოწმოებებისა და ბიომეტრული პასპორტების გაცემა განახლდა

პირადობის მოწმობა
11:12 09.04
დაკოპირებულია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პირადობის მოწმოებებისა და ბიომეტრული პასპორტების გაცემის პროცედურა განაახლა. დოკუმენტის მისაღებად წინასწარი სატელეფონო დაჯავშნაა აუცილებელი. 70 წელს გადაცილებული პირები დოკუმენტს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ.

იმ პირებს ვისაც უკვე ჰქონდათ ID ბარათი, ბიომეტრიული პასპორტი და სურთი მათი განახლება 13 აპრილამდე უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე 0322 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს; 13 აპრილიდან კი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.

სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

ყველა შემთხვევაში მოქალაქე მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებს.

კოსმოსური ხომალდი

NASA-სა და SPACEX-ის ასტრონავტების კოსმო...

აშშ–ის ბოლო 9 წელიწადში პირველი პილოტირებული კოსმოსური გაფრენა უამინდობის გამო გ...
"ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ. ხოლო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 200-ლარიან დახმარებაზე, დებულებაში...
21:59 27.05
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ს...
21:47 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
პატრულის მანქანა - დეტალი ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 30 პირი დ...
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
პრემიერი სერგო რატიანს: სახელმწიფო ხომ ა...
"ბატონო სერგო სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ ? ეს ზუსტად ის, არის რაც თქვენ...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანია „ემ ბი ჯის“ ხელმძღვანელმა გრემის თემის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...