მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე იყოს

ვეტერანთა და კულტურის სკვერის გახსნა

„თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაციული ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის მერიას და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნა უნდა გაგრძელდეს.

„მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა გავიხსენო, სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი. დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურად იყოს კომფორტული. მადლობა თბილისის მერიას, თბილისის მერს. საამაყო მერი გყავთ და წარმატებები. ყველგან გამარჯვებით, ერთად. ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები ამას გვაპატიებენ, იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება “, - აღნიშნაგიორგი გახარიამ.

დედაქალაქეის მერიის ინიციატივით, თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა.