მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ.

მისივე თქმით, თავდადებისთვის მზადყოფნა ჩვენი ეროვნული სულისკვეთებაა და საქართველო აქამდე სწორედ ამ თავდადებამ მოიყვანა.

„სამშობლოსათვის დაღუპულთა პატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა და მათი თავგანწირვის მაგალითზე შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 12 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ბრძოლისას, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.