მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პირობებში მუშაობენ ინფექციონისტები "ავერსის" კუთვნილ შენობაში

გაუსაძლისი მდგომარეობა ინფექციურში, 25 მაისი 2020 წ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში გაუსაძლისი პირობებია – "ავერსი ფარმას" კუთვნილ შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

ამის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ შენობაში წვიმის შედეგად წყალი ჩამოდის, მაშინ, როდესაც ინფექციურის მედ-პერსონალი და ხელმძღვანელობა მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკვანძო როლს წარმატებით ასრულებენ.

inphektsiuri_o_h.jpeg

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც ახლა ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს, ოფიციალურად შენობა არ აქვს.

ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას 2009 წლიდან "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ფლობს. მან მიწა და მასზე არსებული შენობა აუქციონზე 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.

პირობად გათვალისწინებული იყო, რომ: შემოსული თანხიდან ახალი ცენტრი აშენდებოდა; მანამდე კი (2 წლის განმავლობაში) ცენტრი პროფილით ფუნქციონირებას გააგრძელებდა და უსასყიდლოდ ისარგებლებდა შენობის ფართით. იმ 2 წლის განმავლობაში არც ახალი ცენტრის აშენების პირობა შესრულდა და მეტიც - ცენტრს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეც შეექმნა.

შპს „ავერსი ფარმამ“ მოითხოვა, 2013 წლის სექტემბრიდან ინფექციურს ტერიტორია დაეტოვებინა, თუმცა ცენტრის სხვა შენობაში ერთი ხელის მოსმით, სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო.

ხელისუფლებამ 2013 წლიდან "ავერსი ფარმასთვის" იჯარის გადახდა დაიწყო, თან შესაფერის ფართს ეძებდა. 2015 წელს მოიძებნა ფართი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, თუმცა იქიდან სოციალურად დაუცველთა და იძულებით გადაადგილებულთა გამოსახლება ვერ მოხერხდა, ცენტრმა ამ შენობით ვერ ისარგებლა.

2016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ინფექციური საავადმყოფო უნივერსიტეტის ქუჩაზე, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდებოდა.

inphektsiuri_o_h.jpeg

თუმცა 2017 წელს ცენტრისთვის ლუბლიანას ქუჩაზე თავად თენგიზ ცერცვაძემ გამონახა შენობა და ახლა ინფექციურისთვის ამ შენობის გადაცემაზე მიმდინარეობს მუშაობა.

რა ეტაპზეა ახლა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობის გადაცემის პროცესი, გაურკვეველია. PIA. GE ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ინფექციურისთვის შენობის გადაცემის საკითხზე ინფორმაციას კი ამ დრომდე ველოდებით.

ამასობაში კი, კურტანიძე დაჟინებით მოითხოვს რეანიმაციისა და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას, რაც ავტომატურად ნიშნავს ცენტრის საქმიანობის შეწყვეტას. იცის რა, რომ ცენტრის საქმიანობის ერთბაშად შეწყვეტა ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს, რომელიც მათაც დააზარალებს, ის მიმართავს ე.წ. „მცოცავ ანექსიას“ და „ჟანგბადის თანდათან გადაკეტვას“.

„მცოცავი ანექსია“ კი იმას გულისხმობს, რომ კურტანიძემ: დაანგრია სამრეცხაო, გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციის შენობას, რის გამოც წვიმის დროს წყალი ჩადის. ამავე შენობაში განთავსებულია მძლავრი ელექტროგამანაწილებელი კვანძი, რომლის დასველების შემთხვევაში, მთელი ცენტრი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩება. ასევე, კურტანიძე ითხოვს რეანიმაციისა და ნეიროინფექციების კორპუსის დაცლას. კატეგორიულად არ აძლევს ცენტრს უფლებას, აამოქმედოს „ემერჯენსი“, გააკეთოს ბოქსირებული კორპუსის რემონტი, მოაწყოს სავალდებულო ვენტილაცია უარყოფითი წნევით (რაც ამ პროფილის კლინიკისთვის კრიტიკულად აუცილებელია) და ცხელი წყალი. ეზოში უფასოდ აღარ უშვებენ ცენტრის სამსახურებრივ და თანამშრომლების პირად ავტომანქანებს და სხვ.