საზოგადოება

რა შეზღუდვები ნარჩუნდება 22 მაისის შემდეგ?

რა შეზღუდვები შენარჩუნდება? 22 მაისი 2020 წ.
13:08 22.05
დაკოპირებულია

ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა 22 მაის სრულდება, მასთან ერთად უქმდება კომენდანტის საათიც, თუმცა შეზღუდვების აბსოლუტური უმრავლესობა ძალაში რჩება, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 21-30 მარტს, საგანგებო მდგომარეობის საწყის ეტაპზე არ მოქმედებდა.

1)     საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. ის ვერც შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმაში მოხვდა. მასზე გარკვევით პასუხს არ სცემენ არც მთავრობის წევრები და არც ეპიდემიოლოგები. მთავარ პრობლემად დისტანციის დაუცველობა სახელდება. ეკონომიკის ბოლომდე გახსნის შემთხვევაში. დისტანციის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. ეპიდემიამდე მეტროსა და ავტობუსის ყოველდღიური მგზავრთნაკადი ცალ-ცალკე 460 000-ს აჭარბებდა, მარტის ბოლოს, როცა სკოლები, უნივერსიტეტები და სამსახურების უდიდესი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული ეს რიცხვები 80 000-ს ჩამოსცდა. 22 მარტს თბილისის მეტრო მხოლოდ 72 289 მგზავრს მოემსახურა, 29 მარტს 61 046-ს. ამის მიუხედავად 31 მარტიდან აიკრძალა როგორც მეტრო ასევე მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილება.

2)     ტაქსებისთვის 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა. 31 მარტიდან მსუბუქი ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის მგზავრობა და მძღოლის გვერდზე დაჯდომა აიკრძალა. აკრძალვა გავრცელდა ოჯახის წევრებზეც. 23 მაისიდან აკრძალვა ნაწილობრივ იხსნება, თუმცა ნარჩუნდება ტაქსებისთვის. ანუ ტაქსებისთვის 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა ჯერჯერობით ისევ შეუძლებელია.

3)     საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 25 მარტიდან მსუბუქი ავტომობილების გარდა აიკრძალა ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით მგზავრობა. ამ აკრძალვის გაუქმების თარიღი უცნობია. თუმცა რადგან შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იხსნება ეს შეზღუდვაც სავარაუდოდ იქამდე მოიხსნება.

4)     ავიამიმოსვლა. 21 მარტიდან შეწყვეტილი რეგულარული ავიამიმოსვლა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად არ აღდგება. მისი აღდგენის სავარაუდო თარიღი 1-ლი ივლისია. სწორედ ამ დროისთვისაა გამოცხადებული ქვეყნის საერთაშორისო ტურიზმისთვის გახსნა.

5) 10 ადამიანზე მეტის შეკრება. 21 მარტიდან 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. 31 მარტიდან 3 ადამიანზე მეტის. 18 მაისიდან შეზღუდვა ისევ 10 ადამიანზე გავრცელდა. აკრძალვა 22 მაისის შემდეგაც შენარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად იკრძალება დიდი თავყრილოებები, ქორწილები, ქელეხები, დემონსტრაციები...

6)     პირბადის ტარების ვალდებულება. 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში, იქნება ეს მაღაზია, აფთიაქი, ბანკი თუ ნებისმიერი სხვა შენობა როგორც მომსახურე პერსონალისთვის ასევე კლიენტისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ეს ვალდებულება კიდევ გაურკვეველი ვადით ნარჩუნდება.

7)     სავაჭრო მოლები. შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად სავაჭრო მოლები მეოთხე ეტაპზე 8 ივნისიდან უნდა გაიხსნას.

8)     კაფეები და რესტორნები. კვლავ დახურული რჩება კვების ობიექტები. წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად ღია ტიპის კაფე-რესტორნები 8 ივნისიდან უნდა გაიხსნას, დახურული კი 22 ივნისიდან.

9)     სპორტდარბაზები და კაზინოები. 23 მაისიდან გასართობი ობიექტებიც არ გაიხსნება. მათი ხელახალი ამოქმედება შეზღუდვების მოხსნის ბოლო მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი რაც 5 აგვისტოს უწევს.

იმის გათვალისწინებით, რომ სალონები და სხვა არასასურსათო მაღაიები, გარდა ტანსაცმლისა დაგეგმილზე ადრე გაიხსნა, შესაძლოა რომელიმე შეზღუდვის მოხნის თარიღმა ვადაზე ადრე გადმოიწიოს, თუმცა პრემიერის განმარტებით ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში არც მათი გადავადება ან კიდევ უფრო გამკაცრებაა გამორიცხული. პარლამენტმა 21 მაისს პირველი მოსმენით საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესტან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის ძალითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პრაქტიკულად იგივე უფლებამოსილება ენიჭება, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს. უფრო მეტიც მას უკვე აღარ დასჭირდება პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
"კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში არ დასრულებულა, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება, რათა ინ...
22 წუთის წინ
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთ...
27 წუთის წინ
"ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს", - ამის შესახებ საქართველოს კ...
37 წუთის წინ
"მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნ...
42 წუთის წინ
დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე ხუნდაძე: "ნაცმოძრაობას" და მის მეგობრებს არ მ...
"უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოწონთ. არ მოსწონთ თუნდ...
50 წუთის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლო...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური...
ADB-ს $100 მლნ-იანი დახმარება კოვიდ-19-ი...
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონა...
მაია ცქიტიშვილი: დახმარების ყველა პაკეტი...
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლიდან ანტიკრ...