მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სიტუაციაა დღეს ზუგდიდის „საქართველოს ბანკში“ ?

ზუგდიდი საქართველოს ბანკის ფილიალი

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ფილიალი გუშინ, 21 ოქტომბერს მომხდარი ძარცვის შემდეგ დალუქულია.

მომხმარებლებს სარგებლობა მხოლოდ ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული გადახდის აპარატებითა და ბანკომატებით შეუძლიათ.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას ფილიალი.

🔴 შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

🔴 22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 „სნაიპერი თუ მის ლიკვიდაციას მოახდენდა, ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა“ - სამხედრო ბლოგერი

👉 „თავდამსხმელი თავიდან აგრესიული იყო, შემდეგ უფრო კომუნიკაბელური გახდა“ - ირაკლი კვარაცხელია

👉 შსს: ყველა მძევალი თავისუფალია