მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა უნდა ქნან დაწესებულების ხელმძღვანელებმა, რომელთა თანამშრომლებსაც თბილისში გადაადგილების პრობლემა აქვთ

თბილისის მერი, 2020

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაბის აკრძალვა პირველ რიგში მოსახლეობის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ეხებოდა.

ხოლო კომპანიებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია და მათ თანამშრომლებს თბილისში გადაადგილების პრობლემა აქვთ, დაწესებულების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ, რის შემდეგაც თბილისის მთავრობა სპეციალური საშვის მეშვეობით მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

"პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ რომ უნდა დარჩნენ სახლში, მაგრამ არსებობენ დაწესებულებები რომელთა ფუნქციონირების შეწყვეტაც შეუძლებელია, ამიტომ თუკი ამ კომპანიების თანამშრომლებს გადაადგილებაზე პრობლემები აქვთ შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ჩვენ სპეციალური საშვებით ვუზრუნველყოფთ მათ გადაადგილებას. ყველა კომპანიამ, მარკეტებისა და სახელმწიფო დაწესებულებებმა მიმართეს მუნიციპალიტეტს, ჰყავთ დაქირავებული მიკრო ავტობუსები და ისინ უზრუნველყოფენ მათი თანამშრომლების გადადგილებას",- განაცხადა თბილისი მერმა კახა კალაძემ.

COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დედაქალაქში მეტროთი გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დრომდე ინფიცირებულთა 110 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.