მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ადვოკატი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

მერაბ ბესელიას ადვოკატი

„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში“, - ამის შესახებ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებული რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა, სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ დაუსაბუთებლად შეუფარდა ბესელიას აღკვეთის ღონისძიება.

„როგორც ჩანს მოსამართლემ ვერ შეაფასა ცივი გონებით და ვერ გასცდა საზოგადოებაში გამეფებულ აზრს, მან გამოიყენა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უკანონოდ აღკვეთის ღონისძიება.

ჩვენ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ბუნებრივია ალტერნატივის სახით შევთავაზეთ გირაოს გამოყენება, რომელიც ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქ შეიცვლება“, - დასძინა უფლებადამცველმა.

ინფორმაციისთვის, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.