მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამადან ბაირამის აღსანიშნავად მორწმუნეებს მეჩეთში პირბადით მისვლა მოუწევთ

რამაზანის დღესასწაული

მუსლიმური სამყარო 24 მაისს რამადან ბაირამს ზეიმობს. დღესასწაულს ტრადიციულად აღნიშნავენ ქართველი მუსლიმები.

სამცხე–ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების მიუხედავად ვირუსით ინფიცირების საფრთხე მაღალია, ამიტომ მუსლიმთა სამმართველომ დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღეს.

შესაბამისად მორწმუნეებს მეჩეთში მისვლა ნიღბით მოუწევს და ერთმანეთთან დისტანციას დაიცავენ.

„საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად საფრთხე მაინც არსებობს, მუსლიმთა სამმართველოს გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მივიღეთ რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც აღვნიშნავთ დღესასწაულს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზომებს მიმართავს, ლოცვის შესრულებისას მორწმუნეებს პირბადის გაკეთება და დისტანციის დაცვა მოუწევთ. ასევე ეს ლოცვა იქნება სხვა პერიოდისგან განსხვავებით მოკლე“, - განუცხადა PIA.GE-ს მამუკა ვაშაყმაძემ.