მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიმა ბერაძემ მედიცინის დამსახურებულ მუშაკს დაბადების დღე მიულოცა

ბერაძე მედიცინის მუშაკთან

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ, სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მედიცინის ღვაწლმოსილ მუშაკს დაბადების დღე და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ნათელა მაგრაქველიძე დღეს 93 წლის გახდა. ის 60 წელი ემსახურებოდა სამედიცინო სფეროს, თბილისის მეორე საავადმყოფოში მედიცინის და იყო. რიმა ბერაძემ ნათელა მაგრაქველიძეს ჯანმრთელობა უსურვა და მედიცინის სფეროში მუშაობის დროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

„დღეს 26 მაისია, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ გადავწყვიტეთ, სწორედ ნათელა მაგრაქველიძისთვის მიგველოცა ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, მით უმეტეს, რომ მისი დაბადების დღეც არის. ნათელა მაგრაქველიძე 60 წელი მუშაობდა მედდად და ემსახურებოდა ჯანდაცვის სფეროს. ამისთვის მას მადლობა მინდა გადავუხადო. მიგვაჩნია, რომ დღეს განსაკუთრებით უნდა მოვეფეროთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა უდიდესი შრომის და თავდადების წყალობით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს ვაღწევთ,“- განაცხადა რიმა ბერაძემ. 

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი წევრი ნათელა მაგრაქველიძის საჭიროებებით დაინტერესდა და შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.