მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდიდან ჩაერიცხებათ 17 წლის ჩათვლით ასაკის პირებს 200 ლარიანი დახმარება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

დღეს 6 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში ვებ-გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები 15 აგვისტოდან დარეგისტრირებას შეძლებენ. კომპენსაცია კი, პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე ჩაირიცხება.

„დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, რეგისტრაცია სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს.

„მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები - მშობლების საბანკო რეკვიზიტები, სადაც თანხის დარიცხვა უნდა მოხდეს, ასევე ინფორმაცია, ვინ არის ბავშვის კონკრეტული მეურვე, რადგან ჩვენ თანხები უფრო მიზნობრივად ვხარჯოთ და ის იმ მშობელთან მივიდეს, სადაც ბავშვი ცხოვრობს. დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი იქნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გააჟღერა.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე ბავშვი, 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად“,- აცხადებს გიორგი გახარია.