მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ გადაადგილდება მოქალაქე, რომელსაც ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვს? - ცქიტიშვილის განმარტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრიფინგი 2019

დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ადამიანებს, რომლებსაც პირადი ავტომობილი არ ჰყავთ და არც ტაქსით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნიათ იმისთვის, რომ ყოველდღიურად სამსახურში იარონ.

„ამ საკითხის განხილვის პროცესში ვართ და ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვაანალიზებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაირკვევა, გვექნება თუ არა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დავაფინანსოთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ ადამიანებისთვისაც არის გათვალისწინებული სოციალური პაკეტი. შეიძლება მათზე 300 ლარიანი კომპენსაცია დღეის მდგომარეობით არ ვრცელდება, მაგრამ მათთვის არის გათვალისწინებული, როგორც კომუნალური გადასახადების სუბსიდია, ასევე, ამ ოჯახების დიდი ნაწილი 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებს წარმოადგენენ.

სწორედ მათ დიდ ნაწილს ვეხმარებით ნაწილობრივ მაინც ამ პაკეტით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

📌 ცნობისთვის, 26 ნოემბერს გახდა ცნობილი თუ რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

📌 საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვრცლად ყველა დაწესებული შეზღუდვა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ორთვიანი შეზღუდვები

👉 რას არ შეეხება შეზღუდვები?

👉 მოქალაქეების და ბიზნესის დახმარების პაკეტი - ჩამონათვალი