მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები ზაფხულისთვის

როგორ შევარჩიოთ ფარდები

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ დაწვრილებით რჩევევს აძლევს მომხმარებლებს, როგორ შეარჩიონ ფარდები ზაფხულის სეზონისთვის.

ნებისმიერ ინტერიერში ფარდას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მას ოთახში, ესთეტიკური მხარის გარდა, პრაქტიკული ფუნქციაც აქვს. იმისთვის, რომ ოთახის ინტერიერი ლამაზად, ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, ხაზს უსვამდეს სივრცის ინდივიდუალურობას და ამასთანავე, ოთახს არასასურველი სინათლისა თუ მტვრისგან იცავდეს, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ფარდები ოთახებისა და სეზონების მიხედვითაც კი. რაკი ზაფხული უკვე დადგა, ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ სწორად საზაფხულო ფარდები.

თუ ოთახის ფანჯრები სამხრეთს უყურებს, თხელი ფარდების გარდა, აუცილებელია სქელი ფარდა, ან ჟალუზი - ისინი ოთახს შუადღის მწველი მზისგან დაიცავს.

ჩრდილოეთის მხარეს არსებული ფანჯრებიდან საჭიროა მეტი სინათლის შემოშვება და სივრცის ვიზუალური „შემსუბუქება“. ამ შემთხვევაში თავი შეიკავეთ მძიმე და მრავალფენოვანი ქსოვილის შერჩევისგან. იდეალური იქნება, თუ კარნიზი მთელი კედლის სიგრძეზე გაკეთდება, ხოლო ფარდა ფანჯრის ორივე მხარეს ჩამოკიდეთ, ისე, რომ თვითონ ფანჯარას არ ფარავდეს. ამ ხერხით ოთახში, სივრცის გარდა, მეტი სინათლეც გამოჩნდება.

ეცადეთ, არ გადატვირთოთ ინტერიერი მძიმე ფერებით. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კაშკაშა ფერები ვიზუალურად ამცირებს ოთახის სივრცეს, ხოლო დიდი რაოდენობის ნაკეცები ფარდებზე ფართს აპატარავებს და ზედმეტ ყურადღებას იქცევს.

სამზარეულოში  გამოიყენეთ ისეთი ქსოვილი, რომელიც მარტივად ირეცხება და, ასევე, რთულად აალებადია. სამზარეულოში სასურველია მოკლე სიგრძის (ფანჯრის რაფამდე) ფარდების დაკიდება. საუკეთესო ვარიანტია რომაული ფარდები, ასევე, ფარდა ჟალუზები. ასევე, შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ, რომ წითელი ფერი მადას აძლიერებს, ხოლო ცისფერი პირიქით - ამცირებს.

gorgia_o_h.jpeg

gorgia_o_h.jpeg

gorgia_o_h.jpeg

მისაღები ოთახისთვის ისეთი ფარდა უნდა შეარჩიოთ, რომელიც დღისით ოთახში უშვებს სინათლეს, ხოლო საღამოს ბლოკავს გარედან შემოსულ სხვადასხვა განათებას. გაითვალისწინეთ, რომ ფარდის ჰორიზონტალური წყობა (მაგალითად, რომაული ფარდები) სივრცეს აფართოებს, ხოლო ვერტიკალური ვიზუალურად აგრძელებს.

gorgia_o_h.jpeg

gorgia_o_h.jpeg

საძინებელი ოთახისთვის აუცილებელია, რომ ფარდა მაქსიმალურად იცავდეს ოთახს სინათლისა და მტვრისგან, რადგან ძილის ჰორმონი - მელატონინი ორგანიზმში მხოლოდ სრულ სიბნელეში გამომუშავდება.

gorgia_o_h.jpeg

gorgia_o_h.jpeg        

უფროსებისთვის განკუთვნილი საძინებლისგან განსხვავებით, საბავშვო ოთახისთვის არაა რეკომენდებული ისეთი ფარდების ჩამოკიდება, რომლებიც სრულად ახშობს სინათლეს, რადგან ბავშვებს შეიძლება სიბნელის შეეშინდეთ. სასურველია ნატურალური ქსოვილის გამოყენება, მაგალითად, ბამბის.

gorgia_o_h.jpeg      

თუ გინდათ,  რომ დროისა და თანხის ეკონომია გააკეთოთ, ერთ სივრცეში კომფორტულად შეარჩიოთ სასურველი ქსოვილი, კარნიზი, თუ ნებისმიერი აქსესუარი ფარდისთვის, და ასევე მიიღოთ მკერავის მომსახურება, უნდა ეწვიოთ საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ , სადაც დაგხვდებათ 500-მდე დასახელების ფარდა, რომელთა ფასიც მხოლოდ 7 ლარი და 50 თეთრიდან იწყება. ფარდის შეძენა „გორგიას“ ყველა ფილიალშია შესაძლებელი.