მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ვიყიდოთ ბინა?!

უძრავი ქონების ყიდვა

უძრავი ქონების ყიდვა საკმაოდ მნიშვნელოვანი და კომპლექსური, შეიძლება ითქვას, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება წინასწარი კვლევა-ძიება. ბინის ძებნის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა თანამედროვე, ციფრულ რეალობაში, სადაც კომფორტსა და დროის დაზოგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ბინის ძებნის პროცესიც ნელ-ნელა ციფრული მოწყობილობის ეკრანებთან ინაცვლებს. 

რაში გჭირდებათ ბინა?

ძებნის პროცესი როგორც წესი განსხვავებულია და გამომდინარეობს უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილების ძირითადი მიზნებიდან. განსხვავებულ გზას გადის მაძიებელი, რომელიც უძრავ ქონებას საინვესტიციოდ ეძებს. განსხვავებული მარშრუტი აქვს მაძიებელს, რომელიც ცდილობს საჭიროებებიდან გამომდინარე, ძებნის პროცესში ემოციური მხარეც ჩართოს და საბოლოოდ იპოვოს სივრცე, აღმოაჩინოს ზუსტად ისეთი არეა, რომელიც სამომავლო ცხოვრებისთვის წარმოუდგენია. სახლი ხომ ჩვენი ციხესიმაგრეა, სადაც სიმშვიდე და ხმაური,  მოწყენილობა და მხიარულება, ოჯახური სადილი და მეგობრული გართობა ერთად სუფევს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებლად ბინის ძებნა რაცინალურობასთან ერთად, მეტწილად ემოციური კავშირებსაც მოიაზრებს. 

ბინები საინვესტიციოდ

თუ მაძიებელი ბინას საინვესტიციოდ ეძებს, მისთვის მნიშნელოვანია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, როგორებიცაა: კორპუსის ადგილმდებარეობა, უბნის პრესტიჟულობა, ტურისტულ ცენტრთან სიახლოვე და ა.შ. არსებობს დამატებითი უპირატესობები თუ სერვისები, რომლებიც თან ახლავს კონკრეტულ კორპუსს - იქნება ეს, დაცვა, კონსიარჟის მომსახურება თუ სხვა. გარდა ამისა, საინვესტიციოდ ბინის ძიებისას, ძალიან მნიშვნელოვანია უბნის ინფრასტრუქტურული განვითარება და სტრატეგიულ ობიექტებთან სიახლოვე - იქნება ეს მეტროსადგური, სავაჭრო ცენტრი თუ - სარეკრეაციო სივრცე. 

ბინები საცხოვრებლად

განსხვავებული მახასიათებლებია მნიშვნელოვანი ისეთი მაძიებლისთვის, რომელიც ბინას საცხოვრებლად ეძებს. ამ შეთხვევაში იგი ბინას, მხოლოდ პირადი კრიტერიუმების, სურვილებისა და  საჭიროებიდან გამომდინარე ეძებს. თუ ბინის მაძიებელი ახალდაოჯახებული ახალგაზრდა წყვილია, მათთვის მნიშვნელოვანია დიდი მისაღები, მაღალი სართული, პანორამული ხედები და მცირე ბიუჯეტი. დიდი ოჯახები ძირითადად ყურადღებას უთმობენ ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ საძინებლებსა და სარეკრეაციო სივრცეს. ხოლო ოჯახებისთვის, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, უპირატესია ისეთი ბინის აღმოჩენა, რომელსაც კეთილმოწყობილი ეზო ან აივანი აქვს.

ინტერიერის დიზაინი

ბინის აღმოჩენის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ის ე.წ. შავი ან თეთრი კარკასია, საკმაოდ მნიშვნელოვანია სივრცის სწორად და ოპტიმალურად დაგეგმვა. ყოველწლიურად იცვლება ტრენდები ინტერიერის დიზაინისა და დაგეგმარების კუთხით, თუმცა არის რამდენიმე უცვლელი საკითხი, რომელიც წლიდან წლამდე არ კარგავს აქტუალურობას. 

Area.ge - როგორც უძრავი ქონების გზამკვლევი

თუ ბინის, საკუთარი სახლის, მიწის ან აგარაკის ძებნის რთულ და დამღლელ პროცესს იწყებთ, Area.ge საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ ამ გზაზე, რადგან ის გზამკვლევია უძრავი ქონებით ვაჭრობის ინდუსტრიაში და აერთიანებს, როგორც ინდივიდუალური მესაკუთრეების ქონებებს, ასევე სააგენტოების და აგენტების მიერ გასაყიდად გამოტანილ აქტივებსა თუ დეველოპერების ცხელი შეთავაზებებს.

Area.ge-ზე აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ!..